დიდი ბრიტანეთიდან გაქცეული სკოლის მოსწავლე გოგოები „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებზე ქორწინდებიან

სამიდან ორი ლონდონელი მოსწავლე გოგონა, რომლებიც დიდი ბრიტანეთიდან „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გასაწევრიანებლად გაიქცნენ, თავის თანამებრძოლებზე ქორწინდებიან. ამის შესახებ გოგოების ნათესავებმა განაცხადეს.
სამი მოსწავლე გოგონა – 15 წლის ამირა აბაზი და შამიმა ბეგუმი, ასევე 16 წლის ჰადიჟა სულთანი დიდი ბრიტანეთიდან სირიაში გაიქცნენ. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი მათგანი ნათესავებს დაუკავშირდა და „სასიხარულო“ ამბავი მოუყვა. მეორემ „გაბედნიერების“ შესახებ სოციალურ ქსელებში დაწერა. გათხოვების შესახებ მათ მხოლოდ თავის ნათესავებს შეატყობინეს. ასევე, გოგოებმა თქვეს, რომ ერთ კვირაზე მეტია თავის მეუღლეებთან ერთად ცხოვრობენ. მათი ქორწილი ისლამური ტრადიციებით იყო გადახდილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები