მოსკოვში სელფის გადაღების დროს ახლაგაზრდა გოგოს დაღუპვის ფაქტს იძიებენ

მოსკოვში გამომძიებლები გოგოს დაღუპვის ფაქტს იძიებენ, რომელიც, სავარაუდოდ, სელფის გადაღების დროს ხიდიდან გადავარდა. „კომერსანტის“ ინფორმაციით, ტრაგედია ტესტოვსკის ქუჩის სიახლოვეს მოხდა.
ხიდიდან გოგოს გადავარდნის მიზეზი გატეხილი მოაჯირი გახდა, რომელსაც ის ეყრდნობოდა. საზოგადოებრივი პალატის უსაფრთხოების საკითხებში კომისიის ხელმძღვანელმა ანტონ ცვეტკოვმა განაცხადა, რომ ის ტრაგედიის მიზეზებში გარკვევას და დამნაშავეთა დასჯას ითხოვს. ამის შემდეგ რუსეთის შსს-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვიდეოკონფერენციის რეჟიმში სპეციალურ სასწავლო კურსს ჩაატარებს ფოტოსურათების უსაფრთხოდ გადაღების საკითხზე.
რუსეთის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბოლო დროს ორიგინალური სურათების გადაღების დროს დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები