თბილისის მერმა ახალი ზოოპარკის ტერიტორია დაათვალიერა(ფოტოკოლაჟი)

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსთან, ბიძინა გიორგობიანთან ერთად, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის ტერიტორია დაათვალიერა. ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია გამწვანების სამუშაოები და აქ რამდენიმე ათეული ათასი ძირი ნერგია დარგული.
როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, ზოოპარკის პროექტი მზად არის და მოსამზადებელი სამუშაოები ტერიტორიაზე შემოდგომაზე, სამშენებლო პროცესი კი მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება.
“ტერიტორია, სადაც ვიმყოფებით, განკუთვნილია თბილისის ახალი ზოოპარკისთვის. აქ გასული წლის შემოდგომაზე ჩვენ 38 000 ხე დავრგეთ და დღეს მოვედით, რათა ვნახოთ მათი მდგომარეობა. აქ ნარგავების ყოველდღიური მოვლა-პატრონობა ხდება. ტერიტორია არის დროებით შემოღობილი. მომავალი ზოოპარკის ტერიტორიაზე გავაკეთეთ ძაღლსაშენი, აქვე არის ცხენების თავლა. ეს ტერიტორია იქნება ძალიან ლამაზად გამწვანებული და ზოოპარკი გაცილებით დიდი ტერიტორიაზე მოეწყობა. პროექტი, რომლის კონცეფციაც მზად არის, კონკრეტული მუშა ნახაზების მომზადებას საჭიროებს. ჩვენი ამოცანაა, ცხოველები რაც გადარჩა, გვყავდეს უსაფრთხოდ. მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე, სამშენებლო პროცესი კი მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ. დღესვე თბილისის მერმა დენდროლოგიური პარკიც მოინახულა, სადაც გასული წლის შემოდგომაზე და მიმდინარე წლის გაზაფხულზე 44 000 ხე დაირგო.

10423900_1121793881170544_7201425821057635477_n

11659346_1121793671170565_7085660931046810056_n

11692492_1121793681170564_3175573889684941495_n

11700798_1121793864503879_1107722828574126253_n

11707664_1121793811170551_7514907382526769021_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები