თბილისში 2 მგელი იპოვეს
ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა თბილისში, საკანალიზაციო ჭაში 2 მგელი იპოვა. ორივე მგლის ლეკვი ჯანმრთელია, მათ დაზიანება არ აღენიშნებათ.
გავრცელებული ინფორმაცია, რომ მგლები ზოოპარკიდან სტიქიის დროს გაქცეული ცხოველები იყვნენ, არ დასტურდება. გარემოს დაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას, სად მოათავსონ მგლები. ამ დროისთვის ისინი ცხოველთა თავშესაფარში არიან.