ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილემ ბაგრამიანის გამზირზე შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდა

ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილემ ვალერი ოსიპიანმა ბაგრამიანის გამზირზე შეკრებილებს დაშლისკენ და ქუჩის გახსნისკენ მოუწოდა.
„თქვენ ერევნის ცენტრალურ გამზირს კეტავთ. ეს არ არის სწორი. მე გირჩევთ, რომ ნაგვის კონტეინერები აიღოთ და ქუჩა გახსნათ“, – განუცხადა ოსიპიანმა აქციის მონაწილეებს.
მისი თქმით, ეს ადამიანები უბრალოდ დროს კარგავენ, ვინაიდან „შეგნებული ხალხი უკვე დიდი ხანია ამ აქციებზე აღარ მიდის და იქ 100-დე მომიტინგეა დარჩენილი“.
„მე გირჩევთ შექმნათ სამუშაო ჯგუფები, რომელშიც ეკონომისტები და იურისტები შევლენ და კომპანია „სომხეთის ელექტროქსელების“ აუდიტის პროცესში მონაწილეობა მიიღოთ“, – განაცხადა ოსიპიანმა.
აქციის მონაწილეები პოლიციის უფროსის მოადგილის მოწოდებას არ დასთანხმდნენ და მოთხოვნების შესრულებამდე დაშლას არ აპირებენ. დემონსტრანტები ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გაუქმებას, დენზე ფასების დაწევას, ასევე 22 ივნისს ერევანში აქციის დარბევაში დამნაშავე პირთა დასჯას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები