ბაშარ ასადის ოპოზიცია სირიის ქალაქ ალეპოს დაკავებას ცდილობს

სირიის ოპოზიციის ძალებმა ქალაქ ალეპოს დასაკავებლად მასშტაბური ოპერაცია დაიწყეს. ამჟამად ქალაქის ნაწილს ოპოზიცია, ხოლო ნაწილს სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. ოპერაციის სახელწოდებაა „ალეპოს დაპყრობა“.
ოპოზიციამ რამდენიმე შენობის დაკავება უკვე შეძლო. ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეები რაკეტებს და ყუმბარმტყორცნებს იყენებენ. საპასუხოდ სამთავრობო ძალებმა მათ წინააღმდეგ არტილერია და ავიაცია გამოიყენა. სირიის ოფიციალური სტრუქტურების ინფორმაციით, ალეპოში საარტილერიო და საავიაციო დარტყმების შედეგად 100-დე „ბოევიკია“ ლიკვიდირებული. სამთავრობო ძალებმა ოპოზიციის რამდენიმე შეტევის მოგერიება შეძლეს.
პარალელურად, აშშ-ს თავდაცვის უწყება ავრცელებს ინფორმაციას, რომ სირიაში საჰაერო დარტყმების შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ტარეკ ბენ ტახატ ალ-ავნი ალ- ხარზი მოკლეს. პენტაგონის ინფორმაციით, ეს ტერორისტულ ორგანიზაციაზე სერიოზული დარტყმაა, ვინაიდან ეს პიროვნება სირიაში მომხდარი რამდენიმე ტერორისტული აქტის ორგანიზატორი იყო. შეერთებულმა შტატებმა მისი დაკავებისთვის ან განადგურებისთვის ჯილდო – 3 მილიონი დოლარი დააწესა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები