უკრაინის ქალაქ სუმში პარტია „ბატკივშინას“ ოფისში აფეთქება მოხდა

ქალაქ სუმში უკრაინის პოლიტიკური ორგანიზაცია „ბატკივშინას“ ოფისში გვიან ღამით აფეთქება მოხდა. ამის შესახებ რეგიონის შინაგან საქმეთა სამმართველოში განაცხადეს. აფეთქებას უკვე მიეცა ტერაქტის კვალიფიკაცია. ადგილზე მისულმა სამართლადამცველებმა დაადგინეს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა კედლები და კარები, ჩაიმსხვრა მინები. ადგილზე მუშაობენ უკრაინის უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის წარმომადგენლები.
სუმში ტერაქტი 16 ივნისსაც მოხდა. მაშინ აფეთქება პარტია „სვობოდას“ ოფისში მოაწყეს, თუმცა არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები