სერგო თეთრაძის წამებაში ბრალდებული შემზარავ ფაქტებს იხსენებს – რას ყვება ბრალდებული

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებაში ბრალდებული „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში წამების დღეს იხსენებს. პატიმრის ვინაობა ანონიმურია.
„შარვალი ჩავხადეთ, მე დავიჭირე და მეორეს ვეუბნებოდი გააკეთე რამე მეთქი. მე მეჭირა შარვალ და ტრუსიკ ჩახდილი. ინსცენირება უნდოდათ, თან იღებდნენ ვიდეოკამერით ამას. ამ ამბის მერე, ხელი გავუშვი, ჩვეულებრივად ადგა და შარვალი აიწია, სკამზე დაჯდა და რამდენიმე წუთში გადავარდა. სახით დაეცა მიწაზე და ცუდათ გახდა. ნაწამები იყო, ისეთი ნაწამები იყო, რომ იმას აღარც ცემა უნდოდა და აღარც ხელის ხლება. მე არ მიწამებია, უბრალოდ მოვცხე 4-5 ჯერ. დავარტყი სახეში, ბეჭებში, მაგრამ არჩევანის საშუალება რომ ყოფილიყო, იმ კაცს საერთოდ არაფერს არ დავუშავებდი. იცით რეები ხდებოდა? ენით ვერ აგიღწერთ, რომ ვუყურებდი. შეიძლება იმ დღეში მე აღმოვჩენილიყავი და „ვინუჟდენი“ გავაკეთე, რა უნდა მექნა?!“ – ყვება პატიმარი.
პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის 19 სექტემბერს დააკავეს. 25 სექტემბერს კი იგი გლდანის ციხეში გარდაიცვალა. საკანში შესვლიდან მეხუთე დღეს, იგი საკნიდან სასტიკად ნაცემი, უგონო მდგომარეობაში მყოფი საკაცით გაიყვანეს.
გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ყოფილი ხელისუფლები პირობებში გულის შეტევა დასახელდა. ახალი ხელისუფლების პირობებში კი ხელახალი გამოძიება დაიწყო, რომლის ინფორმაციით, თეთრაძე წამების შედეგად გარდაიცვალა. გამოძიებას გამოეყო ცალკე სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებში ორ პატიმარს ბრალად წარედგინათ თეთრაძის მიმართ წამების მიზნით სექსუალური ძალადობა. ორივე მათგანს სასამართლოს გადაწყვეტილებით 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ამასთან, მთავარმა პროკურატურამ,  სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩანა ახალაიას წარუდგინა ბრალდება წამების, სექსუალური ძალადობის ორგანიზების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.
გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მეგის ქარდავასთან და №8 საპყრობილის დირექტორ ალექსანდრე მუხაძესთან ერთად გადაწყვიტა წარმატებული ხელმძღვანელის სახელის მოსაპოვებლად, უდანაშაულო მოქალაქეთა წამების გზით, მიეღო აღიარებითი ჩვენებები, რასაც გაავრცელებდნენ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, თითქოსდა გამოვლენილი ჰყავდათ ე.წ. „ჯაშუშური“ ჯგუფი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები