"ქართული ოცნების" წევრი გარდაბნის გამგებლის მოადგილეს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს

   “ქართული ოცნების” სართიჭალის ზონის კოორდინატორი ჯაბა ლურსმანაშვილი გარდაბნის გამგებლის მოადგილე ამბაკო ავალიანს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. ლურსმანაშვილის განცხადებით, გუშინ ის, შვილთან ერთად გარდაბნის საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც ამბაკო ავალიანმა და მისმა მეგობარმა, სოსო წელაურმა მიაკითხეს და სასტიკად სცემეს.
როგორც ლურსმანაშვილი აცხადებს, ადგილობრივი მოსახლეობა “ქართული ოცნების” გარდაბნის ორგანიზაციის თავმჯდომარეობაზე მის კანდიდატურას უჭერს მხარს, რასაც ავალიანი ეწინააღმდეგება.
ჯაბა ლურსმანაშვილს სახესა და სხეულზე სხვადასხვა დაზიანება და სისხლჩაქცევები აღენიშნება. ის სასტიკადაა ნაცემი. გარდაბნის გამგეობაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსში არიან, დეტალებს კი სამართალდამცავი ორგანოები გაარკვევენ. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები