თეატრალური დასი Goodfellas-ი ორ საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავს
6 ივლისს, პანტომიმის თეატრში თეატრალური დასი Goodfellas -ი, 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ორ საქველმოქმედო სპექტაკლს – „უღრუბლო ცა“ და „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ გამართავს. „ეს არის როგორც ჩვენი დასის, ასევე სმენადაქვეითებული ახალგაზრდების ერთობლივი პროექტი. ეს იქნება ჩვენი მცირედი წვლილი ამ ხალხის დასახმარებლად, რადგან ვთვლით, რომ არა მარტო დაზარალებულების, არამედ ყველას ტრაგედიაა და ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, რითიც შეგვიძლია“, – ამბობს რეჟისორი გუგა ლოხიშვილი.
ბილეთები 4 და 5 ივლისს პანტომიმის თეატრში გაიყიდება. ბილეთის ფასი 7 ლარია.