პაპუნა გიორგაძის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
27 ივნისს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პაპუნა გიორგაძის ახალი წიგნის – „CLOSED“ პრეზენტაცია გაიმართება.
პაპუნა გიორგაძე ერთ–ერთი გამორჩეულად საინტერესო ავტორია თანამედროვეთა შორის. დიდი ხანია მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები მის წიგნს და პოეზიის საღამოს ელოდებიან, რადგან იგი ქუთაისში ცხოვრობს.