„სუხიშვილების“ საიუბილეო – საქველმოქმედო კონცერტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა

25 ივნისს, „რადისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე „სუხიშვილების“ საიუბილეო-საქველმოქმედო კონცერტთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციას დაესწრო.
2015 წელი ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დასის საიუბილეო თარიღია. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, 27 ივნისს, 20:00 საათზე ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „სუხიშვილები“ თბილისის საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. ანსამბლის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, გალაკონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება თბილისში 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს. ანსამბლის დასთან ერთად, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები, მათ შორის ილზე ლიეპა, ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, ილია კუზნეცოვი და სხვა. გალა კონცერტს დაესწრებიან ნიკა ცისკარიძე, ანდრის ლიეპა, საცეკვაო ხელოვნებაში მოღვაწე პროდიუსერები,სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან. 27 ივნისის, 19:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზის ფოიეში ასევე გაიმართება გამოფენა-ექსპოზიცია, სადაც მოწვეულ სტუმრები დაათვალიერებენ ანსამბლის 70 წლის არსებობის განმავლობაში შექმნილ სასცენო კოსტიუმებს, ფოტო-ვიდეო მასალასა და ანსამბლის ისტორიისთვის მნიშვნელოვან სხვა რეკვიზიტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები