ბარაკ ობამასა და ლგბტ-ს პირების შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა (ვიდეო)

თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას და ლგბტ პირების შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა. ობამა იძულებული იყო, რამდენიმე წუთით თავისი გამოსვლა შეეწყვიტა, ვინაიდან დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა მისი მისამართით ყვირილი დაიწყო, თუმცა კონკრეტულად რას ყვიროდა ეს ადამიანი, დამსწრეებმა ვერ გაიგეს. თავდაპირველად ობამამ ამ პირს სიმშვიდისკენ მოუწოდა და შეახსენა, რომ ის პრეზიდენტთან სტუმრად იმყოფებოდა.

როდესაც ობამამ დაინახა, რომ ხულიგანი არ დამშვიდდა, მას გაძევებით დაემუქრა. თუმცა როდესაც ამანაც არ გაჭრა, აშშ-ს პრეზიდენტმა დაცვას სთხოვა, დებოშის ინიციატორი დარბაზიდან გაეყვანათ. ამის შემდეგ ობამამ თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა: „მე, როგორც წესი, ასეთ მყვირალა ადამიანებს ნორმალურად ვუყურებ, ოღონდ არა იმ შემთხვევაში, როდესაც საკუთარ სახლში ვიმყოფები“, – განაცხადა მან.

https://www.youtube.com/watch?v=w71OGC6Jx9w

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები