სასტუმრო "ქუთაისის" შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია მიმდინარეობს

  ქუთაისში, “ვი-თი-ბი“ ბანკის სათაო ოფისიდან და საჩაიე “ფოე ფოედან” თანამშრომლების ევაკუაცია მიმდინარეობს. ორივე ობიექტი სასტუმრო “ქუთაისის” შენობაშია განთავსებული. არსებული ინფორმაციით, სასტუმროს შენობის კედელი ავარიულად გაიბზარა, რაც საშიში იყო უსაფრთხოებისთვის და ორივე ობიექტიდან თანამშრომლების გამოყვანა მოხდა. გავრცელდა ინფორმაცია, სასტუმროს შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებაც, თუმცა ინფორმაცია “კვირას“ შს სამინისტროში არ დაუდასტურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები