საქართველოში ფერმერული კოოპერატივების შექმნისთვის ევროკავშირი 15 მილიონ ევროს გამოყოფს

    საქართველოში მცირე ფერმერული კოოპერატივების შექმნისა და გაძლიერებისთვის ევროკავშირი 15 მილიონ ევროს გამოყოფს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია ევროკავშირსა და ოთხ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის დღეს მცხეთის რაიონის სოფელ წინამძღვრიანთკარში გაიმართება. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მცირე ფერმერული კოოპერატივების ხელშეწყობისთვის დაფინანსებას „ENPARD“-ის (ევროპული სამეზობლოს პროგრამა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) ფარგლებში მიიღებენ. ხელმოწერის ცერემონიას ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ელჩის მოადგილე ბორის იაროშევიჩი დაესწრება. ENPARD-ის საგრანტო დაფინანსებას ოთხი კონსორციუმი გაანაწილებს: ბრიტანული“Oxfam”, ავსტრიული „Care International”, შოტლანდიური „People in Need“ და „Mercy Corps”, რომლებიც 16 ნაციონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის ფერმერთა ასოციაციებსა და საგანმანათლებლო ინსტიტუტებს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში საქართველოს 45 რეგიონში 160-მდე მცირე ფერმერული კოოპერატივი შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები