ტაჯიკეთი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს მოქალაქეობას ჩამოართმევს

ტაჯიკეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალი რედაქციის კანონპროექტს „მოქალაქეობის შესახებ“. კანონპროექტის მიხედვით, „ბოევიკებს“, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ტერორისტულ დაჯგუფებაში, კერძოდ „ისლამურ სახელმწიფოში“ საომარ მოქმედებებში მონაწილეობენ, ქვეყნის მოქალაქეობას ჩამოართმევენ. ერთ-ერთი პირველი ამ სიაში შეიძლება მოხვდეს ტაჯიკეთის სპეცრაზმის ყოფილი უფროსი გულმუროდ ხალიმოვი, რომელიც სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძვის. ტაჯიკეთის სპეცსამსახურებმა მანამდე განაცხადეს, რომ ავღანეთში, ტაჯიკეთის საზღვრის სიახლოვეს „ისლამური სახელმწიფოს“ 1500-დე „ბოევიკია“ განლაგებული, რომლებიც მომხრეების გადაბირებას ეწევიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები