აშშ-ში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა
აშშ-ის არიზონას შტატში კატასტროფა განიცადა F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებელმა. ამ დროისთვის ბორტზე მყოფთა ბედის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ავარია სამხედრო თვითმფრინავის საწვრთნელი ფრენის დროს მოხდა. NBC-ის ცნობით, კატასტროფის შემდეგ ქალაქ დუგლასთან, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა, გაზსადენზე ხანძარი გაჩნდა. ამავე წყაროს ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა არ დაშავებულა.