კინომსახიობთა თეატრისა და რუსთაველის თეატრის ერთობლივი პროექტი სტიქიის დროს დაზარალებულთა დასახმარებლად
30 ივნისს, 20:00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი, შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში საქველმოქმედო სპექტაკლს „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ გაიმართავს.
ვოდევილი გამოირჩევა არაჩვეულებრივი სამსახიობო ანსამბლით, განსაკუთრებით კი აღსანიშნავია გოგა პიპინაშვილისა და ნინელი ჭანკვეტაძის მიერ შექმნილი ოსეფასა და ელისაბედის დაუვიწყარი სახეები. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე. ფართო საზოგადოებას და განსაკუთრებით თეატრის ერთგულ მაყურებელს მოგიწოდებთ, გავერთიანდეთ დაზარალებულთა დასახმარებლად. შეიძინეთ ბილეთები სპექტაკლზე და ამ ფორმითაც გამოხატეთ სოლიდარობა და თანადგომა დაზარალებულების მიმართ. ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ რუსთაველის თეატრის სალაროში, ასევე ონლაინრეჟიმში: http://biletebi.ge/, ბილეთის ფასი – 6 ლარიდან. ბილეთები იყიდება თუმანიშვილის თეატრისა და რუსთაველის თეატრის სალაროებში.
სპექტაკლის პრემიერა 1995 წლის 10 ივლისს შედგა.