ახალგაზრდა დედა და მისი შვილი ავიაკატასტროფის შემდეგ ჯუნგლებში ცოცხლები იპოვეს

კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფიდან ხუთ დღეში 18 წლის დედა და მისი ერთი წლის შვილი ჯუნგლებში ცოცხლები იპოვეს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ავიაკატასტროფა 20 ივნისს მოხდა. Cessna-ს ტიპის თვითმფრინავი ქალაქ კიბდოდან ქალაქ ნაკუიში მიფრინავდა. მაშველებმა კატასტროფის ადგილს 22 ივნისს მიაგნეს, თუმცა მათ კიდევ 3 დღე დასჭირდათ, რათა მარია ნელი მურილიო და მისი შვილი კოლუმბიის ჯუნგლებში ეპოვათ. ამის შემდეგ ისინი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები