რუსეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის ომსკის ოლქში „კამაზის“ და სამგზავრო ავტობუსის შეჯახების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ადგილობრივი სამართალდამცველების ცნობით, ავტობუსში სულ 22 ადამიანი იმყოფებოდა – ძირითადად ადგილობრივი მეფრინველეობის ფაბრიკის მუშაკები.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში ავტობუსის მძღოლია დამნაშავე, რომელიც საპირისპირო მხარეს გადავიდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ერთი დღის განმავლობაში ომსკის ოლქში უკვე მეორე სერიოზული ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება. მანამდე ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები