შსს-ს თანამშრომლები აქციას – „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ შეუერთდნენ (ფოტო, ვიდეო)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 100 -მდე წარმომადგენელი აქციაში “„გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ ჩაერთო და სისხლი უანგაროდ გაიღო.
ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის მობილური ჯგუფი შს სამინისტროს დღეს ეწვია.
როგორც მობილური ბრიგადის ხელმძღვანელმა ირმა მაღლაკელიძემ “კვირას” განუცხადა, თითოეული მათგანის მიერ გაღებული სისხლი წამში გადარჩენილი სიცოცხლეა.
მისივე თქმით, ისინი დაეხმარნენ ყველა იმ ადამიანს ვინც მძიმე პათოლოგიური სენით არის დავადებული. ასევე, ახალშობილებსა და მოზარდებს.
აქციაში მონაწილეების დონაცია რამდენიმე წუთი გაგრძელდა. სისხლი დღესვე სისხლის ბანკში გაიგზავნა, შემდეგ კი დამზადების განყოფილებაში შევიდა. აღსანიშნავია, რომ აქციაში მონაწილეებს 300 ლარის ღირებულების ანალიზები სრულიად უსაასყიდლოდ ჩაუტარდათ.
ასევე, დღესვე აქციაში მონაწილე შსს-ს თანამშრომლები ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურმა ბანკმა სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა. ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერი ანალიტიკური პორტალი “კვირა” იყო.

11655246_389263927935665_761370183_n

11120139_389263934602331_366507911_n

11275604_389263947935663_370331606_n

11277956_389263931268998_1768763197_n

11638028_389263941268997_1122105233_n

11650505_389263944602330_1623874812_n

11334313_389263937935664_504744459_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები