რას ყვებიან ვაკის ტრაგედიაზე მეზობლები – “დედისთვის დაურეკავს, რაღაც მაქვს შენთვის სათქმელიო“

20 ივნისს, ვაკეში 16 წლის მოზარდმა 40 წლის დედას ყელი გამოჭრა, თავად კი მე-10 სართულიდან გადმოხტომა და თვითმკვლელობა სცადა. დაჭრილი ქალბატონი გადარჩა, მისი შვილი თვითმკვლელობისგან ახლობლებმა და სამაშველო სამსახურმა იხსნა.
როგორც მეზობლები გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ ყვებიან, დანაშაულის დღეს მოზარდს დედისთვის დაურეკავს და უთქვამს, „სასწრაფოდ მოდი აქ, რაღაც მაქვს შენთვის სათქმელი და დღესვე უნდა დავამთავრო ყველაფერიო“. მეზობლის თქმით, ბოლო პერიოდში ბიჭს დედასთან ურთიერთობა დაეძაბა და სახლში აღარ მიდიოდა.
როგორც გაზეთი „კვირის ქრონიკა“ წერს, აღნიშნულ მისამართზე, სადაც ფაქტი მოხდა, მოზარდის ბებია ლიანა მოცელიძე ცხოვრობს. შვილიშვილი მასთან ხშირად მიდიოდა და იქ რამდენიმე დღე რჩებოდა.
“დანაშაულის დღეს მას დედისთვის დაურეკავს და უთქვამს, სასწრაფოდ მოდი აქ, რაღაც მაქვს შენთვის სათქმელი და დღესვე უნდა დავამთავრო ყველაფერიო, დედა და მამა ერთად და სასწრაფოდ მოსულან დედის ბიძაშვილ მამაკაცთან და ორ შვილთან – დანაშაულში ბრალდებულის 4 და 12 წლის ძმებთან ერთად.
უცნობია, რა მოხდა მათი მისვლის შემდეგ სახლში, იქიდან ხმამაღალი ლაპარაკი არავის გაუგია. მეზობლებმა მოულოდნელად კივილის ხმა გაიგეს და საშველად ლიანა მოცელიძის სახლს მიაშურეს. იქ მათ სისხლში მოცურავე ქალი და აივანზე გასული ახალგაზრდა დახვდათ, რომელიც გადახტომას ლამობდა“,- წერს გაზეთი „კვირის ქრონიკა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები