გია გაჩეჩილაძე თბილისში იმ 6 უბანს ასახელებს, სადაც მოსახლეობამ ბინების შეძენისგან თავი უნდა შეიკავოს

თბილისი არის ქვაბულში განლაგებული ქალაქი და მის გარშემო უამრავი ფერდობია, რომლებზეც მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს – ამის შესახებ “მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარე, დეპუტატი გია გაჩეჩილაძე აცხადებს. დეპუტატი „კვირის ქრონიკასთან“ თბილისში მდებარე ამ მხრივ ყველაზე მეტად სახიფათო ადგილებს ასახელებს.
„ეს ადგილებია – მთაწმინდის ფერდობები, მახათას მთა, ლოტკინის გორა, თემქის ფერდობი, მუხათგვერდის ფერდობი, ასევე, გლდანის მე-7 მიკრორაიონის სასაფლაოს ზემოთ არის კიდევ ასეთი საშიში ფერდობი. ეს არის 6 ყველაზე მსხვილი და ყველაზე საფრთხიანი ადგილი იმ 60 მეწყერულ ადგილს შორის. აქვე აღვნიშნავ, რომ თბილისის უბნებს შორის, ყველაზე მძიმე და რთული ვითარებაა ვერაზე, აქ მშენებლობები, სამეურნეო სახის საქმიანობაც არ შეიძლება, უკიდურეს შემთხვევაში, თუ რამე გაკეთდება, მაშინ უმკაცრესი რეგულაციებისა და ტერიტორიის დეტალური გამოკვლევების შემდეგ, მაგრამ ესეც მეეჭვება, ლაპარაკია უზარმაზარ ტერიტორიებზე და ღმერთმა ნუ ქნას და, თუ მეწყერები დაიძრა, ძალიან დიდი კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით“,- აცხადებს გია გაჩეჩილაძე.
დეპუტატის თქმით, ხელისუფლებამ იცის ამ ადგილებისა და მათგან მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ და შესწავლილიც აქვთ, მაგრამ ხელახლაა შესასწავლი.
“ბოლო ხანს ბევრი რამ შეიცვლებოდა და ცხადია – არა უკეთესობისკენ. ეს იციან ძველი მასალების, ძველი დასკვნების მიხედვით, ახლა ბევრად უარესი მდგომარეობა იქნება და ვიდრე კატასტროფა მოხდება სადმე, დროზე უნდა მიხედოს მაგ ადგილებს ხელისუფლებამ“, – აცხადებს გია გაჩეჩილაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები