თინა ხიდაშელი: ხანდახან სიზმარში მგონია თავი, მგონია ჩემს ლამაზ და კოპწია ქალაქში ეს არ მოხდებოდა

საქართველოში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
თავდაცვის მინისტრმა დღეს სტიქიის ზონა მოინახულა. “ზოოპარკი, მზიური, სვანიძის ქუჩა, წყნეთის ქუჩა, ვერეს ხეობა, დღეს სოფელ დიღომში ვიყავით კიდევ, მარნეულის ბაზაზე გუშინ მოსულმა სტიქიამ მორიგ ჯერზე დაგვაზარალა.
უმძიმესია ეს ყველაფერი, დაუჯერებელიც კი, ხანდახან სიზმარში მგონია თავი, მგონია ჩემს ლამაზ და კოპწია ქალაქში ეს არ მოხდებოდა დაკარგული სიცოცხლეები, გამქრალი სახლები, განადგურებული ტყე, წალეკილი გზები და ინფრასტრუქტურა…
კიდევ რა უნდა დაგვემართოს რომ ნიშნისმოგებით არ ველაპარაკოთ ერთმანეთს და მოგვარებაზე, გამოსავალზე ვიფიქროთ, ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ და დრო არ ვკარგოთ ფუჭად ბოროტი ამბების მოგონებაში, ჭორაობაში, სიცრუეში…
ვცდილობ არ გამოვეხმაურო, არ შევეპასუხო, ხანდახან მიჭირს და ბოდიშს ვიხდი.
მინდა ყველამ კარგად დაიმახსოვროთ მე ნატოს პრინციპით ვცხოვრობ, ერთზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმაა.
შესაბამისად ჩვენს ჯარისკაცებზე თავდასხმა ყოველ ჩვენგანზე თავდასხმაა”, – წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები