თავდაცვის მინისტრი სტიქიის ზონაში იმყოფებოდა(ფოტოკოლაჟი)

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ტერიტორიები დაათვალიერა.
თინათინ ხიდაშელი დილიდან ზოოპარკში, „მზიურსა“ და სვანიძის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული. თავდაცვის მინისტრთად ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ: გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, მინისტრის მოადგილეები დავით ებრალიძე და ბესიკ ლოლაძე.
სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს თითოეულ ლოკაციაზე განხორციელებული და მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. დღეს დილიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადისა და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის პირადი შემადგენლობა და სპეციალური ტექნიკა, ზოოპარკსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მუშაობს. სპეციალური ტექნიკის დახმარებით, I საარტილერიო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები სვანიძის ქუჩისა და ვაკის ძეხვეულის ქარხნის ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ. ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა კი გმირთა მოედნისა და სიმონ ჩიქოვანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებშია ჩართული.

1902860_1007636665935742_8394318806146714561_n

11536118_1007636589269083_5541142150668759714_n

11537714_1007636592602416_8259330718499325459_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები