სოსო მანჯავიძე: საქართველოს არაფერი ეშველება, სანამ არსებობს „რუსთავი 2“ და „ნაციონალურ-პროვოკაციული მოძრაობა“

საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენებზე თვალყურის დევნებისას შესამჩნევია, თუ როგორ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ და „რუსთავი 2“ ვერეს ხეობაში მომხდარი ტრაგედიის პოლიტიზირებას. მანჯავიძის თქმით, ისინი ახლო მომავალში კიდევ უფრო მასშტაბურ პროვოკაციებს გეგმავენ.
„ვინც ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენებს, შეამჩნევდა როგორ ცდილობს „ნაც.მოძრაობა“ და „რუსთავი 2“ ვერეს ხეობაში მომხდარი ტრაგედიის პოლიტიზირებას, ისედაც მძიმე ფსიქოლოგიური ფონის გადაყვანას ისტერიაში, დეზინფორმაციას, სახელმწიფო ორგანოების დეზორგანიზაციას, რის მაგალითადაც იკმარებს 112-ში შესული ვითომ ვეფხვის აღმომჩენების 1500 ზარი. გუშინ საკვების ვითომ არ მიცემის გამო უკვე სასინჯი პროვოკაცია მოეწყო. ცხადია, ამას ”სრულიად შემთხვევით” „რუსთავი 2“ შეესწრო. დღეს და ხვალ კიდევ უფრო მასშტაბურ პროვოკაციებს გეგმავენ. ამიტომაც დავწერე – საქართველოს არაფერი ეშველება, სანამ არსებობს „რუსთავი 2“ და „ნაციონალურ-პროვოკაციული მოძრაობა“, – წერს მანჯავიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები