“ემიგრანტების საყურადღებოდ”!

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში შექმნილი სპეციალური ჯგუფი, საზღვარგარეთ მყოფ ქართული დიასპორიდან გადმორიცხულ თანხებს გაუწევს კოორდინაციას, – ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი მაია ქვარცხავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

ჟურნალისტი, აღნიშნული პოსტით, ემიგრანტებს მიმართავს და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში შექმნილი სპეციალური ჯგუფის მიზანსა და დანიშნულებაზე წერს.

მაია ქვარცხავას ინფორმაციით, 13-14 ივნისს თბილისში მომხდარ სტიქიური უბედურებასთან დაკავშირებით, ახლადშექმნილი ჯგუფი საზღვარგარეთ ქართული დიასპორიდან გადმორიცხულ თანხებსა და გადმოსაზიდად გამზადებულ ჰუმანიტარულ დახმარებას კოორდინაციას გაუწევს.

“ემიგრანტების საყურადღებოდ: 13 ივნისს თბილისში მომხდართან დაკავშირებით დახმარების მობილიზაციის უკეთ ორგანიზების მიზნით, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს საზღვარგარეთ ქართული დიასპორიდან გადმორიცხულ თანხებს და გადმოსაზიდად გამზადებულ ჰუმანიტარულ დახმარებას. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე: +995 (591) 11 12 23; +995 (595) 96 40 00; +995 (599) 16 41 90”, – წერს მაია ქვარცხავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები