ლადო ბურდული: მე თქვენ მეამაყებით!

ბოლნისის “სიონის” მთავარი მწვრთნელი სტიქიის მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება.  ლადო ბურდული ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

“მე მინდა, ყველა იმ პოლიციელს, მაშველს, ჯარისკაცს, მოხალისე ადამიანს მოვეფერო, რომლებმაც თავდაუზოგავათ იშრომა და განაგრძობს შრომას ჩვენი დედქალაქის მოსაწესრიგებლად. მინდა, ბევრი საქები და თბილი სიტყვები გითხრათ და მინდა გითხრათ, რომ მე თქვენ მეამაყებით!”, – აღნიშნავს ბურდული.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის “სიონის” მთავარი მწვრთნელი თბილისში, სამაშველო სამუშაოებში 13 ივნისის ღამიდან მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები