კატო ლოლაძე: ცინიზმი და პოლიტიკოსობა გავატანოთ თუნდაც იმავე “ვერე რეჩკას”

ცინიზმი, ბოროტება, დაბრალება და რაც მთავარია, პოლიტიკოსობა გავატანოთ თუნდაც იმავე “ვერე რეჩკას”, – ასე ეხმაურება პოლონეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი კატო ლოლაძე თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დატრიალებულ ტრაგედიას.
როგორც კატო ლოლაძე აცხადებს, თბილისელების დასახმარებლად პოლონეთში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველები გაერთიანდნენ, რომლებმაც ერთმანეთის მიმართ წარსული წყენა დაივიწყეს. ქართული დიასპორის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დღეს მთელი ევროპა თვალყურს ადევნებს იმ ქართველ ახალგაზრდა მოხალისეებს, რომლებიც საკუთარი ქალაქის სიყვარულის გამო გაერთიანდნენ.
„რამდენიმე დღეა პოლონეთში ერთ მუჭად შეიკრა შოუბიზბესის ბიზნესმენების, მწერლების, მხატვრების, თუ რიგითი მოქალაქეების გუნდი, ბევრმა მათგანმა ერთმანეთის მიერ წარსულში წყენა დაივიწყა და გვერდიგვერდ დადგნენ საქართველოს დასახმარებლად. მიუხედავად ამხელა ტრაგედიისა, ამაყი ვიყავი, როცა ტალახში ამოსვრილ, ერთად მდგომ გოგო-ბიჭებს ვუყურებდი. ამაყი ვიყავი, როცა მესმოდა, რომ სტიქიამ, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, გაგვაერთიანა. მაგრამ, დღეს ისევ ერთმანეთს ჯიჯგნით. დღეს, როდესაც მთელი ევროპა თვალყურს გვადევნებს, როდესაც ჩვენს დასახმარებლად თავს არ ზოგავენ, ჩვენ ვინ ვის უფრო დიდ ტალახს ვესვრით, იმაზე გადავედიით. მე, როგორც რიგითი მოქალაქე, გთხოვთ, გეხვეწებით და გემუდარებიით, ნუ დაუკარგავთ დახმარების სურვილს, ნუ დაუკარგავთ საქართველოს სიყვარულს, და ნუ დაუკარგავთ უკვე მითად ქცეულ ქართველების მეგობრობას. ცინიზმი, ბოროტება, დაბრალება და რაც მთავარია, პოლიტიკოსობა გავატანოთ თუნდაც იმავე “ვერე რეჩკას“, – წერს კატო ლოლაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები