ცოტნე გამსახურდია: ეგეთი მაგარი ზოოპარკი თბილისს ჯერ არ ჰქონია

ბავშვები მყავდა ზოოპარკში და ეგეთი მაგარი ზოოპარკი თბილისს ჯერ არ ჰქონია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდია წერს.

“მე საერთოდ არ ვიცნობ ამ ზოოპარკის დირექტორს. არც მისი ნაციონალობა ვიცი და არც – ქოციონალობა. ვიცი მხოლოდ ის, რომ ამ ორიოდე თვის წინ ბავშვები მყავდა ზოოპარკში და ეგეთი მაგარი ზოოპარკი თბილისს ჯერ არ ჰქონია; არც ბევრ ჩვენზე განვითარებულ ქვეყანაშია კიდევ! მერე ვნახე კადრები: წაშლილი, განადგურებული ადამიანი… მოვისმინე მოსაზრებები, ადრინდელი ისტორიები და ერთობლიობაში დავრწმუნდი, რომ ამ კაცს სული და გული ჩაუდევს იქაურობაში…

მე პირადად შევარდნაძისდროინდელი ზოოპარკის დირექტორიც მახსოვს, ცხოველების ხორცს რომ ყიდდა და ჭავჭავაძეზე რომ რამოდენიმე სართულიანი სახლი აიშენა!

ამას წინათ ჩემს ხელში დაბადებული კნუტები მომიკვდენ… ღმერთია მოწამე, რომ ვმარხავდი, ბარზე დაყრდნობილი ვტიროდი frown emoticon არადა, სიკვდილიც და უბედურებაც აქაურ უმრავლესობაზე მეტი მინახავს. უბრალოდ საქმე ისაა, რომ ერთია, როცა ადამიანისმაგვარი პრიმატთა ჯგუფის წარმომადგენლები აღიქვამენ ცხოველს მხოლოდ როგორც საჭმელს და სამიზნეს, და მეორე – როცა ადამიანს უყვარს ისინი… ამიტომ, არ ესმის ზოგს ამ კაცის არაადეკვატური განცხადებები. და, ალბათ, ვერც გაიგებენ, ამ ცხოვრებაში, ყოველ შემთხვევაში!

გამიხარდა, როცა ღარიბაშვილმა თქვა, რომ გურიელიძეზე ხელის შეწმენდას,  ან მის დაჭერას არავინ აპირებსო…”, – წერს გამსახურდია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები