ბუბა კუდავა: ჩავთვალოთ, რომ მილიონები მწარე გამოცდილებაში გადავიხადეთ

თუ დღევანდელი მერია მართლა თვლის, რომ შეცდომა იყო ვერეს ხეობაში ახალი გზის გაყვანა, მოიძებნოს საცობებისაგან განტვირთვის ალტერნატიული საშუალებები , – ამის შესახებ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი, ბუბა კუდავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
ბუბა კუდავა მერიას ინიციატივით მიმართავს: ვერეს ხეობის მონაკვეთი, თამარაშვილიდან ვარაზისხევამდე, რეკრეაციულ ზონად გამოცხადდეს.
როგორც კუდავა წერს, მსგავსი ზონების შექმნის გამოცდილება მსოფლიოში არსებობს, მაგალითად, ნიუ იორკის “ცენტრალ პარკი”.
“ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე: თუ დღევანდელი მერია მართლა თვლის, რომ შეცდომა იყო ვერეს ხეობაში ახალი გზის გაყვანა, მაშინ გამოსავალი ერთია: მოიძებნოს საცობებისაგან განტვირთვის ალტერნატიული საშუალებები და ვერეს ხეობის მონაკვეთი თამარაშვილიდან ვარაზისხევამდე (ზოოპარკის ტერიტორიის ჩათვლით) გამოცხადდეს რეკრეაციულ ზონად, ტყე-პარკად. თუ ასე არ მოხდა, მე პირადად ჩავთვლი, რომ „ახალი გზის“ კრიტიკა მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციები იყო. რა ვუყოთ უკვე დახარჯულ მილიონებს? – იკითხავენ. ჩავთვალოთ, რომ ეს თანხა გამოცდილებაში გადავიხადეთ, მწარე გამოცდილებაში. გავაშენოთ ტყე-პარკი. ამაზე შესაფერის დროს ვეღარ ვნახავთ. ასეთი ზონების შექმნის დიდი გამოცდილებაა მსოფლიოში. აი, მაგალითად, ნიუ-იორკის ცენტრალ-პარკი”, – წერს ბუბა კუდავა.

11419847_386757111519680_198372216_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები