დავით სუჯაშვილი: ეს ახალგაზრდობაა ის ძალა, რომელიც ქვეყანას გადაარჩენს

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი 13 ივნისს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ღრმა მწუხარებას გამოვხატავ იმ უდიდესი ტრაგედიის გამო, რაც 13 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას. თანავუგრძნობ ყველას, ვინც ამ მოვლენების შედეგად ნათესავები და ახლობლები დაკარგა. ეს აუნაზღაურებელი დანაკლისია.
დღეს ჩვენ ბევრი გვაქვს სადარდებელი, მაგრამ ძალიან ბევრი საამაყო. 13 ივნისის ტრაგედია მაგალითია დიდი სოლიდარობის, ერის ერთიანობისა და სიძლიერის. თუმცა მთავარი სათქმელი მაინც ახალგაზრდობაა, რომელიც ამ დღეებში წარმოუდგენელს აკეთებს, შემართული და გულანთებული თაობა, რომელიც რწმენას გვაძლევს, დიდ რწმენას, რომ ჩვენს ქვეყანას წარმატებული მომავალი აქვს. ეს ახალგაზრდობაა ის ძალა, რომელიც ქვეყანას გადაარჩენს. უფლის წყალობა არ მოკლებოდეთ მათ და სრულიად საქართველოს!” – წერს ფეისბუქზე სუჯაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები