ემზარ კვიციანი: მიხეილ სააკაშვილი 2003-2004 წლებში ქართველებს ჰპირდებოდა აფხაზეთის დაბრუნებას, მერე დარჩენილი ტერიტორიები ჩააბარა…

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ საააკაშვილის განცხადებას, რომ ყირიმის დაბრუნებას “ალტერნატივა არ აქვს” და ის ამისთვის “ყველაფერს გააკეთებს”-კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი ეხმაურება.
როგორც კვიციანი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, მიხეილ სააკაშვილი 2003-2004 წლებში ქართველებს აფხაზეთის დაბრუნებასაც ჰპირდებოდა. 2003-2004 წლებში ქართველებს ჰპირდებოდა აფხაზეთის დაბრუნებას და ასე ამბობდა, “შემდეგ არჩევნებზე კენჭს არ ვიყრი, თუ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში ვერ შემოვიყვანეო”. ამის მერე დარჩენილი ტერიტორიები ჩააბარა, რათა ეღიარებიათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა! ეტყობა იგივე აქვს უკრაინაშიც ჩაფიქრებული კგბ-ს“!-წერს ემზარ კვიციანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები