მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. როგორც დედაქალაქის ვიცე-მერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ავტომობილები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ცალმხრივად უკვე მოძრაობენ.
მისივე თქმით, მოძრაობა გახსნილია ასევე კოსტავას ქუჩის სამივე მიმართულებით, რომელიც მოდის თამარ მეფის ხიდიდან და მიდის საბურთალოს მიმართულებით. “შემდგომში დაიტვირთვება სატრანპორტო კვანძის 80-90%. ესტაკადების გამოყენებაც შესაძლებელი იქნება”, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.
ეტაპობრივად დაიწყება გმირთა მოედნის ესტაკადის გახსნაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები