ირმა ინაშვილი: ვუყურებდი, როგორ მოქმედებდნენ პრემიერი, თბილისის მერი, მინისტრები…

„პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. “კვირა” ინაშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„დიდიხანია კეთილი სიტყვა არ მითქვამს ხელისუფლებაზე. იმ ნაწილში, რაშიც მე მათ ვედავები, ამ კეთილ სიტყვას ნამდვილად არ იმსახურებენ და დღეს არ მინდა ამ თემაზე არც წერა და არც საუბარი. სტიქიის პირველივე წუთებიდან გარეთ, ქუჩაში ვიყავი და საკუთარი თვალით ვუყურებდი, რაც ხდებოდა… როგორ მოქმედებდნენ სამაშველო და საპატრულო სამსახურები, სასწრაფო დახმარება, თვითონ პრემიერი, თბილისის მერი და სხვა მინისტრები. ყველა ეს ადამიანი მინდა გავამხნევო და ვუთხრა: ჩანს თქვენი გულწრფელობა. ჩანს თქვენი ძალისხმევა. 13 ივნისის ტრაგედია მაგალითია დიდი სოლიდარობის”, – წერს ინაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები