კახი კალაძე საზოგადოებას ავტომობილებით გადაადგილებისგან თავის შეკავებას მოუწოდებს

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ავტომობილებით გადაადგილებისგან თავი შეიკავოს.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა, დღეს მასშტაბური სამაშველო სამუშაოები ჩატარდა, ხვალ დილიდან კი, სანაპიროს გახსნის ღონისძიებები გატარდება.

ასევე, კალაძე მადლობას უხდის ახალგაზრდებს, რომლებმაც სამაშველო სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა.

„მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ახალგაზრდებს, რომელთაც სამუშაოებში ჩართვის სურვილი გამოიჩინეს. მეამაყება, რომ ასეთი ახალგაზრდები გვყავს. სასიამოვნო იყო, რომ ისინი დაუღალავად შრომობდნენ“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები