“ბაზრობის მოვაჭრეები მორბოდნენ და პარკებში გვიტენიდნენ დახლებიდან აღებულ საქონელს”
“ბაზრობაზე ყველა მხრიდან მორბოდნენ და პარკებში გვიტენიდნენ თავიანთი დახლებიდან აღებულ საქონელს”,-ამ შინაარსის სტატუსს სოციალურ ქსელში ერთ- ერთი მომხმარებელი ავრცელებს, რომელიც დაზარალებულთათვის საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტანსაცმელების საყიდლად ბაზრობაზე იმყოფებოდა.
“ბაზრობაზე, რომ მივედით დაზარალებულებისათვის ნივთების საყიდლად, გამყიდველებმა როდესაც გაიგეს ვისთვის ვყიდულობდით, ყველა მხრიდან მორბოდნენ და პარკებში გვიტენიდნენ თავიანთი დახლებიდან აღებულ საქონელს, რაღა თქმა უნდა უსასყიდლოდ. ხვალაც მოდითო გვითხრეს, რაღაცეებს აგიგროვბთო და წაუღე ხალხსო. რა ბედნიერი ვარ ამდენი კეთილი ხალხი რომ არსებობს ამ ქვეყანაზე”,-წერს facebook მომხმარებელი.