ნუნუკა თამაზაშვილი: ტრაგედიამ ახალი გმირები დაბადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი 13 ივნისს თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ნუნუკა თამაზაშვილი გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„დღეს გლოვის დღე გვაქვს. მთელი საქართველო შეძრულია 13 ივნისის ტრაგედიით, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეები შეეწირნენ. სტიქიისგან მიყენებულ ზარალთან გამკვლავება ბევრად იოლი იქნებოდა, რომ არა ამდენი დაკარგული სიცოცხლე. დღეს ყველა გულდამძიმებულები ვართ, მაგრამ ამავე დროს -ამაყები. ტრაგედიამ ახალი გმირები დაბადა – მაშველები, პოლიციელები, მეხანძრეები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად არაერთი ადამიანი გადაარჩინეს და მოქალაქეები, უმეტესად ჩვენი საამაყო ახალგაზრდები, რომლებმაც სოლიდარობის, ერთიანობის და გვერდში დგომის მაგალითი გვიჩვენეს. სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს. მჯერა ამ განსაცდელსაც ერთად გადავიტანთ“,-წერს ნუნუკა თმაზაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები