გიორგი კეკელიძე: ეს მითებიდან ნაწყვეტი არაა, აგერ გუშინ მოხდა

„ქალბატონი გულიკო პირველად ამ დღეს ვნახე, ჩემმა მეგობარმა ხატია ბასილაშვილმა გამაცნო…“,  – წერს სოციალურ ქსელში ვეფხვების მომვლელ გულიკო ჭიტაძეზე პარლამენტის ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

„დღეს არც შუმბაა, არც გულიკო და ათობით ადამიანი და ცხოველი. ცუდი რომ მოხდება, თუნდაც ძალიან ცუდი: მერე რაღაც კარგის ძებნა ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა. ჰოდა, კარგი ის იყო, რომ ამდენი სოლიდარული ადამიანი აღმოჩნდა, ისიც, რომ აღმოვაჩინეთ: თურმე საკუთარი საქმისთვის და ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანი არსებობს, რომელიც მზადაა, შეეწიროს საკუთარ სამსახურს. ასეთი ადამიანები ახლა მუშაობენ, სხვადასხვაგან. შეიძლება სრულიად შეუმჩნევლადაც. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა მთლად წყალწაღებული არაა. ეს მითებიდან ნაწყვეტი არაა, აგერ გუშინ მოხდა. ახლა, მთავარი ისაა, ეს აღმოჩენები შევინარჩუნოთ და ცოტა სხვანაირად შევხედოთ ცხოვრებას“, – აღნიშნავს გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები