თბილისში ისრაელი-საქართველოს მეორე ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

   12-13 მარტს თბილისში ისრაელი-საქართველოს მეორე ბიზნეს-ფორუმი “GEORGIA GATWAY” გაიმართება. წელს ბიზნეს-ფორუმის ძირითადი მიმართულება კომუნიკაციები და კომუნიკაციების სფეროში ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაა. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ კომუნიკაციების სფეროში მომუშავე ისრაელის ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიც არის: Ness Technologies Ltd, Mobile Tornado Group, Plasan SasA Ltd, Audio Codes Ltd, Pine App Ltd, Top Image Systems Ltd, A.R.I. Flow Control ACCESSORIES Ltd, Top Impants Ltd, Solcon Industries Ltd. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ეკონომიკის მინისტრის სიტყვით გამოსვლა. ასევე, გაკეთდება მოხსენება ისრაელის მიერ თანამედროვე კომუნიკაციების სფეროში მიღწეული წარმატებებისა და ინოვაციების შესახებ. გაიმართება „მრგვალი მაგიდა“, სადაც ისრაელის კომპანიებს საშუალება ექნებათ ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელებისგან კითხვა-პასუხის ფორმატში მიიღონ ინფორმაცია საქართველოში არსებული ბიზნესსა და საინვესტიციო გარემოზე, ხოლო ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ, დეტალური ინფორმაცია მიიღონ ისრაელის ტელესაკომუნიკაციო ინდუსტრიის შესახებ. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ბიზნეს-ჯგუფების წარმომადგენელთა პირისპირ შეხვედრები. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობის, საპარტნიორო ფონდისა და საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები