გიორგი მუსხელიშვილი : ჩვენ დავიტირეთ ცხოველები და არ გაგვახსენდა ადამიანები

თბილისის საკრებულოს წევრის, ვაკის რაიონის დეპუტატის – გიორგი მუსხელიშვილის განცხადებით, ცხოველების დახოცვაზე საუბარი სპეკულაციაა, რომელიც განზრახ არეულობის შემოტანას უკავშირდება.
როგორც მუსხელიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ჩვენ დავიტირეთ დახოცილი ცხოველები და არ გაგვახსენდა ადამიანები.
„მე მიყვარს ცხოველები, მაგრამ უფრო მეტად მიყვარს ადამიანები. როცა ამხელა ზარალია, ამდენი ადამიანი დაიღუპა, ნაწილი დაკარგულია და შეიძლება, ნათესავებმა ვერც დაიტირონ; როცა ერთ გარდაცვლილს ფეხი ჰქონდა მოჭმული; როცა ადამიანები საფრთხის ქვეშ დგანან, ასეთ დროს ატყდა ამბები, ვიღაცამ როგორ გაბედა და ცხოველი მოკლაო. ასეთ უბედურ ჟამს, მგონია, რომ ეს სპეკულაციაა და განზრახულია გარკვეული არეულობის შემოსატანად. მთავარია, ადამიანების დახმარება და მიცვალებულების მიხედვა. ჩვენ დავიტირეთ ცხოველები და არ გაგვახსენდა ადამიანები“, – აღნიშნა გიორგი მუსხელიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები