ლევან მამალაძე: მდინარე ვერესთან გზის მშენებლობის დროს მილების დიამეტრი წყალდიდობაზე გათვალისწინებული არ ყოფილა

“ადამიანების დაღუპვა, შენობა – ნაგებობების განადგურება, ცხოველების და ზოოპარკის მოსპობა არავის არ უნდა შერჩეს”, – ასე ეხმაურება ქვემო ქართლში ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე თბილისში მომხდარ ტრაგედიას უცხოეთიდან.
ლევან მამალაძის ინფორმაციით, მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე გზის პროექტირებისა და მშენებლობის დროს მილების დიამეტრი წყალდიდობაზე გათვალისწინებული არ ყოფილა. სწორედ ამიტომ მიაჩნია ლევან მამალაძეს რომ თბილისში მომხდარი ტრაგედია არავის უნდა შერჩეს.
„თბილისში მომხდარმა ტრაგედიამ, დატბორილი და წალეკილი ჩემი საყვარელი ქალაქის დანახვამ, სულით ხორცამდე შემძრა. ან რითი შეიძლება დაანუგეშო ისინი, ვისაც უახლოესი ადამიანები წაართვა მოვარდნილმა სტიქიამ?! მდინარე ვერე პირველად არ ადიდებულა და გზის პროექტირებისა და მშენებლობის დროს უნდა გაეთვალისწინებინათ წყალდიდობაზე გათვლილი მილების დიამეტრი, რაოდენობა და ასევე წყლის სარეზერვო ექსტრემალური გაშვების სისტემა. ყველამ დავინახეთ, რომ ეს გათვალისწინებული არ ყოფილა. ადამიანების დაღუპვა, შენობა – ნაგებობების განადგურება, ცხოველების და ზოოპარკის მოსპობა არავის არ უნდა შერჩეს. იმედი მაქვს, ამ უბედურების ჟამს მათელი ქართული საზოგადოება, მათავრობა და ბიზნესწრეები ყველაფერს გააკეთებენ სტიქიის შედეგების დასაძლევად, გვერდში დაუდგებიან და გულს გაუმაგრებენ დაღუპულთა ოჯახებს. სამწუხაროა, რომ ამ გაჭირვებისას არ ვარ თქვენს გვერდით!“ – წერს ლევან მამალაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები