ბუბა კუდავა: მადლობა, მადლობა… (ფოტოკოლაჟი)

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი მიმდინარე მოვლენებს  სოციალური ქსელით ეხმაურება. ბუბა კუდავა სტიქიის ამსახველ ფოტოკოლაჟს აქვეყნებს და წერს:

38c27c9bbb3ddd45ad67c859b8c4e0e0_XL“დღეს ბევრი სათქმელი დამიგროვდა.

იმაზე, რომ ხალხი დაგვეღუპა. თან ბევრი. თან იმაზე, რომ ალბათ მეტის გადარჩენა შეიძლებოდა.

იმაზე, რომ არასოდეს მომწონს დიდი ჩარევები ბუნებაში და არც მდინარე ვერეს გვირაბში მოქცევა მიმაჩნდა სწორად.

იმაზე, რომ თუ ვერეს ხეობაზე არ გაიყვან ალტერნატიულ გზას, მე არ ვიცი, როგორ უნდა განიტვირთოს დასაცობებული თბილისი.

იმაზე, რომ გარემოს დაცვაც უნდა გვანაღვლებდეს და ქალაქის განვითარებაც.

იმაზე, რომ ამ ორი დიდი მიზნის ერთდროულად მიღწევა უპირველესად კომპეტენტურ სპეციალისტთა საქმეა და არა ნაირ-ნაირი პოლიტიკოსებისა.

იმაზე, რომ არ შეიძლება სტიქიური უბედურებების შეფასებისას უპირველესად პოლიტიკური მიზანი გვამოძრავებდეს – ვის ძველი, ვის კი ახალი ხელისუფლების კრიტიკა.

იმაზე, რომ „ახალი გზის“ აშენებამდე ისედაც იყო ვერე გვირაბებში მოქცეული (თამარაშვილის ქუჩისა და ვარაზისხევის ქვეშ) და ეს გვირაბები ისევე გაიჭედა, როგორც ახლები.

იმაზე, რომ არა გვაქვს არც ზოოპარკის და არც სხვა მნიშვნელოვანი დაწესებულებების ევაკუაციის გაწერილი გეგმები – რომელი უბედურებისას რას ვაკეთებთ. ვინ, როგორ და რა საშუალებებით.

იმაზე, რომ მაშველები და მშრომელები მაგარი ხალხია და მართლა ბევრმა იღვაწა – პროფესიონალმა თუ ისე მოქალაქემ.

იმაზე, რომ დღეს ქუჩებს აშკარად აკლდა ხელმძღვანელობაც, ორგანიზებულობაც, ტექნიკაც…

თუმცა დღის მთავარი სათქმელი მაინც ეს ახალგაზრდობაა!

შემართული და ანთებული, არავისგან დარიგებული და უაღრესად შეგნებული, დაკუნთული თუ კაფანდარა, შარვლიანი თუ შორტებიანი, ბოტებიანი და ბოტასებიანი, აკურატულად მომუშავე თუ ტალახში ამოგანგლული…

თაობა, რომელიც რწმენას გაძლევს. გაძლევს და გიბრუნებს. დიდ რწმენას, რომ ჩვენს ქვეყანას დიდი მომავალი აქვს.

ბოდიში, ახალგაზრდებო. მართლა არ მეგონა, თუ ამდენი იყავით. ამდენი და ასე კარგები…

მადლობა, მადლობა…”, – წერს ბუბა კუდავა სოციალურ ქსელში.

11430131_10153036265488985_8119159135132765394_n

11428794_10153036247223985_2626130562716942870_n

988574_10153036257703985_9052678716406815982_n

10389959_10153036265098985_6825496682030086035_n

10410465_10153036265308985_5046744900815035179_n

10533894_10153036254413985_3716753375725459476_n

11096723_10153036247218985_3124350310782482167_n

11169206_10153036265553985_5044073788109595775_n

11429519_10153036265318985_8494816340814936863_n

11535881_10153036247228985_2381168399733643861_n

11536050_10153036265343985_7900777361835530991_n

1470366_10153036270438985_4309913754642262737_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები