თბილისში, სტიქიის შედეგად 10 საჯარო და ერთი კერძო სკოლა დაზიანდა

თბილისში, სტიქიის შედეგად დაზიანება 10-მა საჯარო და ერთმა კერძო სკოლამ მიიღო, რასთან დაკავშირებითაც განათლების სამინისტრო მე-11 კლასელების საატესტატო გამოცდების ჩატარების თარიღებს გადახედავს. განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის ინფორმაცით, გაუქმებულია პრეტესტი, ხოლო რაც შეეხება საატესტატო გამოცდას, მისი ჩატარების თარიღი რისკების შეფასების შემდეგ განისაზღვრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები