ირაკლი ღარიბაშვილი “ბაქო 2015”-ის გახსნას შვილებთან ერთად დაესწრება – ფოტოკოლაჟი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირველი ევროპული თამაშების – “ბაქო 2015”-ის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად, შვილებთან – ნიკოლოზსა და ანდრიასთან ერთად ჩავიდა.

როგორც “კვირას“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბაქოში ვიზიტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრით დაიწყებს. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევის სახელით გამართულ მიღებას დაესწრება, მოინახულებს ქართველ სპორტსმენებს ათლეტთა სოფელში, სადაც ილჰამ ალიევის მეუღლე, მეჰრიბან ალიევა სპორტსმენებისთვის მისასალმებელ ღონისძიებას გამართავს. 12 ივნისს კი, საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, „ბაქო 2015“ – პირველი ევროპული თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება. ოლიმპიადაში, სპორტის 20 სახეობის 253 დისციპლინაში 50 ქვეყნის 6 ათასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. აზერბაიჯანში 105 ქართველი ათლეტი სპორტის 17 სახეობაში იასპარეზებს.

11138500_867659209991823_4812736782193640607_n

11390309_867659156658495_7681515461922665898_n

11392867_867659216658489_4142127033353816243_n

11392948_867659199991824_5704122535249314344_n

11393088_867659296658481_6368352918862584634_n (1)

11393088_867659296658481_6368352918862584634_n

11406951_867659149991829_6189360334637379303_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები