ადეიშვილი ივანიშვილისთვის მოქალაქეობის გაუქმების გადაწყვეტილებას შეცდომად მიიჩნევს

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის გაუქმების გადაწყვეტილება შეცდომა იყო.
ამის შესახებ ადეიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა არჩევანში განაცხადა.
“ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის გაუქმების გადაწყვეტილება იყო ლეგიტიმური. ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება იყო სწორი, თუმცა პოლიტიკაში არის ადგილი მხოლოდ პოლიტიკური დისკუსიისთვის. როდესაც ხდება სამართლებრივი მექანიზმების ჩარევა, ეს არის არასწორი და არანაირ ეფექტს ეს არ იძლევა. ეს არ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს იყო სამართლებრივი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ადეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები