ლევან მაჭავარიანი: ჩვენი დროშა არის ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის, დამოუკიდებლობის და თავისუფლების ყველაზე მთავარი სიმბოლო

ჩვენი დროშა არის ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი დამოუკიდებლობის და ჩვენი თავისუფლების ყველაზე მთავარი სიმბოლო, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

„ჩვენი დროშა არის ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი დამოუკიდებლობის და ჩვენი თავისუფლების ყველაზე მთავარი სიმბოლო. იგი არის ჩვენი თვითშეგნების განმსაზღვრელი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენს დროშას ყველამ პატივი სცეს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები