“ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ბრალი წარედგინა
“ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ბრალი წარედგინა.
ამაღლობელი დუმილის უფლებით სარგებლობს.
ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ დაკავებულს ბრალი 353-ე პრიმა მუხლით წარედგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. დაცვის პოზიცია სასამართლო სხდომაზე გახდება ცნობილი“, – განაცხადა ქათამაძემ.
მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს დააკავეს.