გერმანიაში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, არის მსხვერპლი

გერმანიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, A11 ავტომაგისტრალზე სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, რომელშიც 14 ადამიანი იმყოფებოდა.

პოლიციის სპიკერმა, ბეატე კარდელსმა განაცხადა, რომ დაღუპულები 29 წლის ქალი და 48 წლის მამაკაცი არიან.

მისივე თქმით, ავტობუსი მაგისტრალიდან ავტოსადგომზე შესვლას ცდილობდა, როდესაც გადაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები