გოგა ხაინდრავა: „შიგ ევროპულ“ პროცესში იმდენი „სინდისის პატიმარი“ გაჩნდა! სინდისი გამოილია!
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ „იქსის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
„შიგ ევროპულ“ პროცესში იმდენი „სინდისის პატიმარი“ გაჩნდა! სინდისი გამოილია! პოლიტიკა „პოლიტ.პატიმრებმა“ გადაინაწილეს! დარჩა პოლიტიკისგან დაცლილი, უსინდისო ქუჩის პროტესტი! ევროპაში და აშშ-ში პოლიტიკური სინდისის მწვავე დეფიციტის გამო იმპორტი შეწყდა! დარჩნენ როთის „ღირსების“ ანაბარა!“, – წერს გოგა ხაინდრავა.